20 მაისი 2024,   22:41
ვრცლად
180-ათასზე მეტი გარდაცვლილი და 700 ათასზე მეტი გამოჯანმრთელებული - ბოლო მონაცემები მსოფლიოდან 

180-ათასზე მეტი გარდაცვლილი და 700 ათასზე მეტი გამოჯანმრთელებული - ასეთია კორონავირუსის ბოლო მონაცემები მსოფლიოში. COVID ინფექციის სტატისტიკა ყოველდღიურად იზრდება მეზობელ ქვეყნებში. დღე-ღამის განმავლობაში თურქეთში ვირუსს 117 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და COVID -19 სამი ათასზე მეტ მოქალაქეს დაუდგინდა.

513-მდე გაიზარდა გარდაცვლილთა რიცხვი რუსეთში, სადაც ბოლო 24 საათში ინფიცირების 5 ათასზე მეტი ფაქტი გამოვლინდა. 24 ადამიანია გარდაცვლილი სომხეთში, აზერბაიჯანში კი, ეს მაჩვენებელი 20-ს შეადგენს.

ფატალური შემთხვევები მცირედით შემცირებულია ევროპის ქვეყნებში, თუმცა წინა დღეებთან შედარებით იმატა ინფიცირების ახალმა ფაქტებმა. იტალიაში დღე-ღამეში ვირუსს 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ინფიცირების 3 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საგანგებო მდგომარეობა გახანგრძლივდა ესპანეთსა და უკრაინაში. გერმანიაში კი, საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა. 

COVID ინფექციის ეპიცენტრად კვლავ ამერიკის შეერთებული შტატები რჩება. ტრამპმა უკვე მოაწერა ხელი იმიგრაციის შეჩერების ბრძანებას. ნიუ-იორკის ბრონქსის ზოოპარკში კი კორონავირუსი კიდევ 7 ბინადარს: 4 ვეფხვსა და 3 ლომს დაუდასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ვირუსი ჯერ კიდევ დიდ საფრთხეს წარმოადგენს.  

დღის ამბები