20 მაისი 2024,   22:25
ვრცლად
ბოლო 5 კვირაა მკაცრ თვითიზოლაციაში ვართ, გარეთ გასვლის უფლება 3 შემთხვევაში გვაქვს - ქართველი ჟურნალისტი ლონდონიდან

ჟურნალისტი ელენე ფირხალაიშვილი კორონავირუსის პანდემიის ფონზე ლონდონში არსებულ ვითარებაზე "დღის კურიერის" ეთერში საუბრობს.

ელენე ფირცხალაიშვილის თქმით, ბოლო 5 კვირაა ლონდონის მოსახლეობა მკაცრ თვითიზოლაციაში იმყოფება. მოსახლეობას გარეთ გასვლის უფლება მხოლოდ აფთიაქისა და სასურსათო მაღაზიის მოხმარების შემთხვევაში აქვს და ასევე დღეში ერთხელ ფიზიკური აქტივობის მიზეზით შეუძლია გარეთ გასვლა.

როგორც ჟურნალისტი ყვება, კარანტინის წესების დარღვევისთვის 15 აპრილის მონაცემებით, ლონდონის სამართალდამცავებმა 3,500 ჯარიმა გამოწერეს. ავტომობილით გადაადგილების უფლება კი, მხოლოდ საკვანძო პროფესიის წარმომადგენლებს გააჩნიათ.

"ბოლო 5 კვირაა ჩვენ მკაცრ თვითიზოლაციაში ვართ, არ გავდივართ გარეთ. გვაქვს გარეთ გასვლის უფლება მხოლოდ 3 შემთხვევაში, ეს არის: დღეში ერთხელ ფიზიკური აქტივობა, გარე სივრცეში შეგიძლია ირბინო, ისეირნო ან იოგა გააკეთო, დრო მითითებული არ არის; ასევე გვაქვს უფლება წავიდეთ აფთიაქში და სურსათის შესაძენად. პოლიცია თუ შეგხვდა გარეთ და გამოგკითხავს, რა მიზეზით იმყოფები გარეთ, ამ 3 მიზეზს თუ დაუსახელებ ყველაფერი კარგად იქნება.

თუმცა ერთი საინტერესო დეტალია, 15 აპრილის მონაცემებით 3,500 ჯარიმა გამოწერა პოლიციამ სწორედ "ლოქ დაუნის" წესების დარღვევის გამო. მანქანით გადაადგილების უფლება მხოლოდ ლოკალურად გვაქვს. არ გვაქვს უფლება მაგისტრალებზე გასვლის, ამ შემთხვევაშიც თუ გაგაჩერეს უნდა დაუსაბუთო, რატომ მოძრაობ მაგისტრალზე და თუ არ ხარ ე.წ. ქივორქერი, საკვანძო პროფესიის წარმომადგენელი, მაშინ პრობლემაა.

ჯერჯერობით მხოლოდ პოლიციის დონეზე მიმდინარეობს კონტროლი. ქალაქის ქუჩებში სამართალდამცავებს ძალიან ხშირად შეხვდები, ვერ ვიტყვი, რომ შემაწუხებელია და შიში შეიძლება მოგიტანოთ, თუმცა ხშირად შეხვდებით.

თუ მეტროთი გინდათ ისარგებლოთ, იქ არიან სამართალდამცავები და გეკითხებიან რა მიზეზით," - უყვება ლონდონში მცხოვრები ჟურნალისტი ელენე ფირცხალაიშვილი "დღის კურიერს" .

დღის ამბები