19 მაისი 2024,   06:54
ვრცლად
როდის დაიწყება საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის აღდგენა- საკითხებზე საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს

ჯერჯერობით უცნობა, როდის აღდგება სრულად, საქართველოში ეკონომიკური საქმიანობა - ამ საკითხზე მთავრობას საბოლოო პოზიცია ჩამოყალიბებული არ აქვს. ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად გაკონტროლდება ქვეყანაში ეპიდსიტუაცია. თუმცა, შეზღუდვების საბოლოოდ გაუქმებამდე, მთავრობამ გარკვეული შეღავათები დააწესა სასოფლო სამეუნეო საქმიანობების განსახორციელებლად. ამ საკითხებზე დღეს კიდევ ერთხელ იმსჯელეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე.

სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ეკონომიკის სამინისტრო ჯანდაცვის უწყებასთან შეთანხმებით დაგეგმავს იმ ღონისძიებებს, თუ როგორ მოხდება ეტაპობრივად ეკონომიკური საქმიანობის გახსნა:

"ჩვენ გვაქვს საკმაოდ კონკრეტული გეგმა ეკონომიკის გახსნასთან დაკავშირებით, ამასთან მუშაობს ჯგუფი, ეპიდემიოლოგები და ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული ყველა უწყება მუშაობს ეკონომიკის სამინისტროსთან და ჩვენთან შეთანხმებით ეკონომიკა დაგეგმავს იმ ღონისძიებებს, თუ როგორ მოხდება ეტაპობრივად ეკონომიკური საქმიანობის გახსნა, რაც არ აისახება ისე დრამატულად ეკონომიკაზე, როგორც ეს არის მოსალოდნელი, ვინაიდან ამ პრობლემატიკას ჩვენ თვითონაც ვიაზრებთ," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით თითოეული დღე, რომელსაც საზოგადოება მოითმენს შეზღუდვებში ცხოვრებას, მნიშვნელოვნად განაპირობებს იმას, თუ როგორი იქნება ქვეყანაში ზოგადი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია:

"ის გზა რომელიც ჩვენ გავიარეთ, ძალიან დიდი სამუშაოებია გაწეული, ჩვენ ახლა ვართ დასასრულთან ძალიან ახლოს, ხვალ უკვე იქნება გეგმა წარმოდგენილი თუ ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის გახსნას მთავრობა როგორ უყურებს, ამიტომ თითოეული დღე ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი და თითოეული დღე, რომელსაც ჩვენ მოვითმენთ, მნიშვნელოვნად განაპირობებს, როგორი იქნება ქვეყანაში ზოგადი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დღის ამბები