20 მაისი 2024,   22:03
ვრცლად
ყველაზე დიდი გამოწვევა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ - ანგელა მერკელმა ბუნდესტაგში COVID-19-ის შესახებ ისაუბრა

გერმანიის კანცლერის თქმით, კორონავირუსი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანელი ხალხისთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა. ამის შესახებ ანგელა მერკელმა ბუნდესტაგში კორონავირუსის პანდემიაზე საუბრის დროს განაცხადა.

კანცლერის თქმით, მაქსიმალური დისციპლინით, ქვეყანა შეძლებს ნორმალურ ცხოვრებას უფრო სწრაფად დაუბრუნდეს. ბოლო მონაცემებით, გერმანიაში კორონავირუსის 150 ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსს კი, ქვეყანაში 5315 ადამიანი ემსხვერპლა.

"კითხვა, თუ როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან ჩვენი ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვა და უამრავი ადამიანის გარდაცვალება, კიდევ დიდხანს იქნება მთავარი საკითხი გერმანული და ევროპული პოლიტიკისთვის. მინდა ჩვენს საზოგადოებას ვუთხრა, რომ ჯერ არაფერი არ დასრულებულა, ჩვენ მხოლოდ დასაწყისში ვართ," - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

დღის ამბები