20 მაისი 2024,   22:55
ვრცლად
ეკონომიკური სარგებლის მიღება პანდემიის პირობებში - რომის პაპის კრიტიკული ქადაგება

პაპმა ფრანცისკემ ქადაგებისას იმ პირებზე ისაუბრა, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის პირობებში ეკონომიკური სარგებლის მიღებას შეეცადნენ.

"მათ მიზნად დაისახეს მიისაკუთრონ ეკონომიკურად მძიმე ვითარებაში მყოფი მოსახლეობის ქონება, ეს ბოროტებაა და სახელმწიფოს მართებს დროულად აღკვეთოს მსგავსი ქმედებები," - განაცხადა პაპმა ფრანცისკემ ვიდეომიმართვაში.

"პანდემიის პირობებში მძიმეა მათი ცხოვრება, ვინც ჯერ კიდევ ჯანმრთელი, თუმცა საკვების გარეშეა დარჩენილი, ასეთების რაოდენობა კი მსოფლიოში ძალიან დიდია. პანდემიის პირობებში ულუკმაპუროდ დარჩენილებს გამოეცხადებათ ის ფინანსური ორგანიზაციები და პირები, რომლებიც უძრავი ქონების სანაცვლოდ ფულად დახმარებას ჰპირდებიან. ერთია, რომ მსოფლიოში ვირუსის სახით არსებულ პანდემიას ვებრძოლოთ, მეორეა, რომ გვაქვს სოციალური პანდემიაც, რისი გაკონტროლება ასევე ხელისუფლების მთავარ ამოცანად უნდა იქცეს, რათა ისედაც ღარიბი მოსახლეობა ვირუსის პერიოდში კიდევ უფრო მძიმე ვითარებაში არ ჩავარდეს. მოდით, ვილოცოთ ასეთი ადამიანებისთვის, რათა უფალმა გარდაქმნას მათი ცნობიერება,"- განაცხადა რომის პაპმა.

დღის ამბები