20 მაისი 2024,   23:14
ვრცლად
ბარსელონა-ბათუმის რეისით დღეს სამშობლოში საქართველოს 180 მოქალაქე დაბრუნდება

უცხოეთში მყოფი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესი გრძელდება. დღეს მორიგი რეისი ბარსელონა-ბათუმი შესრულდება და ქვეყანაში 180 მოქალაქე დაბრუნდება. ისინი სავალდებულო 14 დღიან კარანტინს გაივლიან.

სპეცრეისები მომდევნო დღეებშიც არის დანიშნული, 27 აპრილს ვარშავა-თბილისი, 30 აპრილს კი მადრიდი-თბილისი შესრულდება. ამ დროის მონაცემებით, პანდემიის პირობებში სამშობლოში სულ 7600 მოქალაქე დაბრუნდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელის ვლადიმერ კონსტანდინიდის თქმით, კორონავირუსისთ გამოწვეულ პანდემიასთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლები დანიშნული სპეცრეისების საშუალებით, სამშობლოში ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან 7600 მოქალაქე უკვე დაბრუნდა. 

დღის ამბები