05 მაისი 2024,   04:33
ვრცლად
შორს მიმავალი დასკვნების გაკეთება არ შეიძლება, მაგრამ შეიმჩნევა ეპიდემიის სტაბილიზაცია - თენგიზ ცერცვაძე

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულების რაოდენობა 425-ამდე გაიზარდა. მათგან უკვე გამოჯანმრთელდა 111 და გარდაიცვალა 5 პაციენტი. თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 40-ზე მეტი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი განაგრძობს მკურნალობას. მათგან 17-ს მძიმე პნევმონია აღენიშნება. თენგიზ ცერცვაძის თქმით, ბოლო პერიოდში უკვე შეიმჩნევა კორონავირუსის სტაბილიზაცია:

"შორს მიმავალი დასკვნების გაკეთება არ შეიძლება, მაგრამ შეიმჩნევა ეპიდემიის სტაბილიზაცია, ბოლო სამი დღეა 20 შემთხვევაზე მეტი არ ყოფილა," - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

დღის ამბები