20 მაისი 2024,   23:32
ვრცლად
ევროპის ქვეყნებში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა მცირდება - პანდემიის ეპიცენტრად კვლავ აშშ რჩება

კორონავირუსის პანდემიის ეპიცენტრი კვლავ ამერიკის შეერთებული შტატებია. ქვეყანაში COVID ინფექციით გარდაცვალების რიცხვი 50 ათასს უახლოვდება. დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს, რომ სოციალური დისტანცირების ზომები ზაფხულამდე გაახანგრძლივოს. ვირუსთან საბრძოლველად შტატების წარმომადგენელთა პალატამ 484 მილიარდი დოლარის გამოყოფას დაუჭირა მხარი.

შტატებისგან განსხვავებით, ინფიცირებულთა რაოდენობა მცირდება ევროპის ქვეყნებში. ამის ფონზე შეზღუდვების ეტაპობრივად შემსუბუქება დაიწყო რამდენიმე ქვეყანამ. ერთ-ერთი ბოლო ლიეტუვაა, სადაც ყველა სახის მაღაზია გაიხსნა. ბრიტანეთში კი მოხალისეებზე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდა მიმდინარეობს.

პანდემიასთან საბრძოლველად ჩინეთის მთავრობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას 30 მილიონ დოლარს გადაურიცხავს.

დღის ამბები