18 მაისი 2024,   15:31
ვრცლად
ბათუმის კლინიკა "მედალფა" COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებულმა 78 წლის ქალმა დატოვა

ბათუმის კლინიკა "მედალფა" გუშინ 78 წლის ქალმა დატოვა. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტი 2 კვირით თვითიზოლაციის წესებს დაიცავს.

ამ დროისთვის, სამედიცინო დაწესებულებაში 37 ინფიცირებული რჩება, მათგან ერთი პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება და მისი მდგომარეობა მძიმეა. დანარჩენ პაციენტებს სხვადასხვა სიმძიმის პნევმონია აღენიშნება. ინფიცირებულთა უმრავლესობა ე.წ ქობულეთის კლასტერს განეკუთვნება.

დღის ამბები