18 მაისი 2024,   12:47
ვრცლად
100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახები და შშმ პირები 600 ლარიან დახმარებას მიღებენ - გიორგი გახარია

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა.

გიორგი გახარიამ გეგმის მთავარ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც  კორონავირუსის გამო შექმნილი კრიზისისას საქართველოს მოქალაქეებისა და ბიზნესსექტორის დახმარებას ითვალისწინებს, მთავარი მიზანი კი ეკონომიკის სტიმულირებაა.

გიორგი გახარიამ ცალკე საკითხად გამოყო ის დახმარება, რომელსაც სოციალურად დაუცველი ოჯახები და შშმ პირები მიიღებენ.

გიორგი გახარიას განცხადებით, მომავალ 6 თვეში დამატებით საშუალოდ 600-ლარიან დახმარებას მიიღებენ ის ოჯახები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 65 000-დან  100 000-მდეა.

ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულაც 100 000-მდეა და ჰყავთ 3 ან მეტი 16 წლამდე ასაკის შვილი. აღნიშნულ დახმარებას ასევე მიიღებენ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის პირები და შშმ ბავშვები.

 

 

 

დღის ამბები