18 ივნისი 2024,   09:35
ვრცლად
სამშენებლო სექტორისა და ავტო-სერვისების ამუშავება - კიდევ რა საქმიანობის დაშვებას ითვალისწინებს შეზღუდვების მოხსნის მეორე ეტაპი​ 

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა, რომელშიც საუბარი იყო ასევე შეზღუდვების მოხსნისა და ეკონომიკის გახსნის ეტაპებზეც. ეტაპები გახარიას თქმით, 2 კვირიანი შუალედებით განხორციელდება.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მეორე ეტაპი მოიცავს ისეთი საქმიანობების დაშვებას, როგორიცაა მშენებლობა, სამშენებლო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა, სამშენებლო მასალების წარმოება, ავტო-სამრეცხაოები და ავტო-სერვისები, კომპიუტერის, პირადი და საყოფაცხოვრებო საქონლის რემონტი, სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირება.

დღის ამბები