26 აპრილი 2024,   17:56
ვრცლად
სალომე სამადაშვილისთვის გაუგებარია, გაცემული დაპირებები რა წყაროებიდან დაფინანსდება

ანტიკრიზისულ გეგმას "ნაციონალურ მოძრაობაშიც" გამოეხმაურნენ. სალომე სამადაშვილის განცხადებით, გაჩნდა ძალიან ბევრი კითხვა, განსაკუთრებით კი - საერთაშორისო დახმარების კუთხით.

"ეს პროგრამა და ბიუჯეტი უნდა წარდგენილიყო პარლამენტში, ამ შემთხვევაში ჩვენ გვექნებოდა შესაძლებლობა დაგვესვა ის შეკითხვები, რომელიც ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით გაგვიჩნდა. 

მე, პირადად, ძალიან ბევრი შეკითხვა მაქვს საერთაშორისო დახმარების კუთხით, რადგან ვერ მოვისმინეთ კონკრეტული დეტალები, თუ რაზეა ზუსტად საუბარი. ასევე, ვერ მოვისმინე როგორ აპირებს მთავრობა, რომ უზარმაზარი საბიუჯეტო გარღვევა შეივსოს. გაუგებარია ის დაპირებები, რომელიც გაცემულია, კონკრეტულად რა წყაროებიდან და როგორ დაფინანსდება,"- განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილემ, სალომე სამსადაშვილმა. 

დღის ამბები