20 მაისი 2024,   17:09
ვრცლად
აშშ-ში კორონავირუსზე ტესტის გაკეთება სახლშიც იქნება შესაძლებელი

პანდემიის გამო, ყველაზე მეტად დაზარალებულ ამერიკაში კორონავირუსზე ტესტის გაკეთება სახლშიც იქნება შესაძლებელი. შტატების მედიკამენტების კონტროლის სააგენტოს ხელმძღვანელის განმარტებით, პრეზიდენტის დავალებით, ავტორიზაცია გაიარა ტესტმა, რომელიც გარკვეულ პირობებში, ექიმის მეთვალყურეობით, ფოსტით შეიძლება გაეგზავნოს პაციენტს. შემდეგ, მოქალაქე თავად აიღებს ნიმუშს, რომელსაც ექიმს დაუბრუნებს და დაელოდება პასუხს.

ამერიკაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 1 258 ადამიანი გარდაიცვალა. ეს ბოლო სამი კვირის განმავლობაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილების ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელია. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, შტატებში კორონავირუსი 890 00 ადამიანს დაუდგინეს.


დღის ამბები