20 მაისი 2024,   21:13
ვრცლად
104 ათასი ინფიცირებული თურქეთში, 68 ათას 622 კი რუსეთში - საქართველოს სამეზობლოში COVID-19-ის შემთხვევები იზრდება

საქართველოს მეზობელი სახელმწიფოებიდან ყველაზე რთული მდგომარეობა კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით, თურქეთშია, სადაც ინფიცირებულთა რიცხვი 104 ათასს გასცდა. ვირუსმა 2600 ადამიანი იმსხვერპლა.

თურქეთის შემდეგ მზარდი სტატისტიკა აქვს რუსეთს, სადაც COVID ინფექცია 68 ათას 622 ადამინს დაუდგინდა. 615 ადამიანი კი გარდაიცვალა. უკრაინაში კი ინფიცირებულთა რიცხვი 8 ათასზე მეტია. 

"ჩვენ ინტენსიურად ვატარებთ მოქალაქეების ტესტირებას და ასევე, რეგულარულად ვამოწმებთ მ,ედ პერსონალსაც. რუსეთში არ არის ისეთი სურათი, როგორც მაგალითად ნიუ-იორკში, აქ სტატისტიკა გაცილებით ნაკლებია. არსებობს ვარაუდი იმისა, რომ 10 მოქალაქიდან ერთს კორონავირუსი უკვე გადატანილი აქვს," - აცხადებს ექიმი ლიუბოვ სტანკევიჩი

27 აპრილიდან, აზერბაიჯანში, თითქმის ყველა მაღაზია გაიხსნება. ასევე, მუშაობის უფლება ექნებათ რეპეტიტორებს. საერთო ჯამში, აზერბაიჯანში, ეპიდემიის დაწყებიდან 21 პაციენტი დაიღუპა, დაინფიცირდა – 1 592, მათგან 1 013 გამოჯანმრთელდა.

დღის ამბები