20 მაისი 2024,   18:27
ვრცლად
საბერძნეთი საკარანტინო ზომების გაუქმებისთვის ემზადება

საბერძნეთი საკარანტინო ზომების გაუქმებისთვის ემზადება. ქვეყანაში შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება. 4 მაისიდან მცირე ზომის მაღაზიები და სილამაზის სალონები გაიხსნება. 11 მაისიდან სკოლებში სასწავლო პროცესი აღდგება, თუმცა, ამ ეტაპზე სასწავლო დაწესებულებებში არ დაბრუნდებიან დაწყებითი კლასების მოსწავლეები.

საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირების სულ 2 490 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსის შედეგად გარდაცვლილია 130 ადამიანი.

"მოქალაქეებმა წინასწარ ჩაწერა დაიწყეს, ზოგი გვირეკავს, ზოგი კი სოციალური ქსელით გვიკავშირდება. თუმცა პრიორიტეტს სატელეფონო ზარით ჩაწერას ვანიჭებთ. მოქალაქეები მიგზავნიან თავიანთ ფოტოებს და წუხილს გამოთქვამენ გაზრდილი თმისა და წვერის გამო,"- აცხადებს სტილისტი ტალონ კასტელანოსი.

დღის ამბები