20 მაისი 2024,   18:07
ვრცლად
არ არსებობს მტკიცებულება, რომ ვირუსისგან გამოჯანმრთელება იმუნიტეტს ქმნის - ჯანმო

არ არსებობს მტკიცებულება, რომ ვირუსისგან გამოჯანმრთელება იმუნიტეტს ქმნის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ორგანიზაციის შეფასებით, ვარაუდია, რომ ადამიანებს, რომლებსაც COVID-19 გადატანილი აქვთ, ანტისხეულები განმეორებით დაინფიცირებისგან დაიცავს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სწორედ ამიტომ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია COVID-19-ზე იმუნიტეტის დამადასტურებელი სერტიფიკატების გაცემის წინააღმდეგია. ზოგიერთი სახელმწიფოს მთავრობა გამოვიდა ინიციატივით, რომ მოქალაქეებს, რომელთაც ორგანიზმში COVID-19-ის ანტისხეულები აღმოაჩნდებათ, ე.წ. იმუნიტეტის სერტიფიკატი გადაეცეთ, რაც კარანტინის პირობებში მათ თავისუფლად გადაადგილებისა და მუშაობის საშუალებას მისცემდა.

დღის ამბები