26 აპრილი 2024,   15:16
ვრცლად
ექიმები, რომლები კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე არიან ტესტირების საჭიროებაზე საუბრობენ

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის განცხადებამ იმასთან დაკავშირებით, რომ კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევის დაფიქსირება ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული აგრესიული კვლევის შედეგია, მასშტაბური ტესტირების ჩატარების საკითხი აქტუალური კიდევ ერთხელ გახადა. თემას გამოხმაურება მოჰყვა, როგორ პოლიტიკურ ასევე სამედიცინო წრეებში.

სამედიცინო სფეროს ის წარმომადგენელები, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე არიან ტესტირების საჭიროებაზე საუბრობენ.

რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმღები გადაუდებელი დეპარტამენტის ხელმძღვანელის, თეა თავართქილაძის თქმით, თუ ადამიანებს ექნებათ მინიმალური სიმპტომები ისინი აუცილებლად უნდა გაიტესტონ.

თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მარეხი ბექაიას განცხადებით, აგრესიული ტესტები მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება, როგორც საჰოსპიტალო სექტორისთვის, ასევე იმ ადამიანებისთვისაც, რომლებსაც ტესტი ჩაუტარდებათ.

"მთელ საქართველოშიც, თუ ჩატარდებოდა უკეთესი იქნებოდა, განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფებში," - განაცხადა მარეხი ბექაიამ.

დღის ამბები