20 მაისი 2024,   22:25
ვრცლად
"დამიბრუნე ჩემი ცხოვრება" - გერმანიაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები ასობით მოქალაქემ გააპროტესტა

ევროპაში კორონავირუსით ყველაზე მეტი ინფიცირებული ესპანეთს, იტალიასა და საფრანგეთს ჰყავს. ფატალური შემთხვევების რაოდენობით კი, ევროპის ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე კვლავ იტალიაა - 26,384 დაღუპულით, მას მოსდევს ესპანეთი, სადაც გარდაცვლილთა რაოდენობამ 23 000-ს მიაღწია, საფრანგეთში კი ვირუსს 22,614 ადამიანი ემსხვერპლა.

რაც შეეხება გერმანიას, ქვეყნის ორ დიდ ქალაქში, ბერლინსა და შტუტგარდში, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები ასეულობით მოქალაქემ გააპროტესტა.

ადგილობრივი გამოცემის ცნობით, პოლიციამ ქალაქ ბერლინში, სადაც 1,000-მდე დემონსტრანტი შეიკრიბა, 100 მოქალაქე დააკავა.

აქციის მონაწილეების ეჭირათ ბანერები წარწერებით: "დამიბრუნეთ ჩემი ცხოვრება", "დაიცავით კონსტიტუციური უფლებები."

დღის ამბები