20 მაისი 2024,   21:38
ვრცლად
ისრაელში დემონსტრანტებმა პანდემიის გამო არსებული სანქციები გააპროტესტეს

კორონავირუსის პანდემიის გამო არსებული სანქციები გააპროტესტეს თელ-ავივში - ათასობით მოქალაქემ საზოგადოებრივი დისტანციის სრული დაცვით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს სამთავრობო გადაწყვეტილებები დაგმო.

დემონსტრანტებმა პრემიერი ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების შეფერხებაში დაადანაშაულეს და მისი კორუფციის ბრალდებით გასამართლება მოითხოვეს.

"აქ ვარ, რათა მოვახდინო დემოკრატიის დემონსტრირება ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ გვაქვს კანონები, რომლის შეზღუდვა არ შეიძლება და ეს მთავრობამ უნდა გაიგოს, ჩვენი უფლებების შემთხვევაში არსებულ სისტემას საფრთხე დაემუქრება," - განაცხადა ერთ-ერთმა დემონსტრანტმა.   

ბოლო მონაცემებით, ისრაელში კორონავირუსით ინფიცირების 15,000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, გარდაცვლილია 200-მდე ადამიანი.

დღის ამბები