15 მაისი 2024,   03:55
ვრცლად
უკრაინას მიხეილ სააკაშვილის მსგავსი პოლიტიკოსი ახლა ყველაზე მეტად სჭირდება - ლეონიდ კრავჩუკი

უკრაინის პირველი პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნას ეხმიანება და აცხადებს, რომ უკრაინა თავად გადაწყვეტს ვინ, სად და როგორ დანიშნოს და ქართული მხარის განცხადება ელჩის გაწვევის შესახებ "უკიდურესობაა".

ლეონიდ კრავჩუკის თქმითვე, უკრაინის პარლამენტმა რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს, სხვა ქვეყანას მასზე ზემოქმედება არ შეუძლია. ექს-პრეზიდენტმა ასევე მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ გამოცდილებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინას მსგავსი პოლიტიკოსი ნამდვილად სჭირდება, განსაკუთრებით ახლა, როცა ქვეყნისთვის ეკონომიკური თუ პოლიტიკური კრიზისი მთავარი გამოწვევაა.

დღის ამბები