18 მაისი 2024,   10:24
ვრცლად
ფოთის ცხელების კლინიკაში 11 პირის ანალიზის პასუხს ელოდებიან, მათ შორის არის სამედიცინო სფეროს 7 წარმომადგენელი

ფოთიდან ლუგარის ლაბორატორიაში 11 პირის ბიოლოგიური მასალაა გაგზავნილი. აქედან შვიდი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია, ოთხ პაციენტს კი ცხელება და რესპირატორული სიმპტომები აღენიშნება. ტესტის შედეგები დღეს გახდება ცნობილი.

"ფოთის ცხელების კლინიკაში დაიტესტა 4 პაციენტი ცხელებით, მათ შორის 7 მედ-პერსონალი. მოგეხსენებათ, ცხელების კლინიკის ფარგლებში ყოველ 14 დღეში ერთხელ პერსონალის გეგმიური დატესტვა ხდება. ველოდებით ტესტის პასუხებს და შემდგომ გავაგრძელებთ მათ მკურანლობასა და გადაყვანას," - განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა.

ამ დროისთვის თვითიზოლაციაში 56 პირი იმყოფება, კარანტინშია სამი ადამიანი. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

 

დღის ამბები