20 მაისი 2024,   19:56
ვრცლად
ევროპასა და აშშ-ში შეზღუდვების შემსუბუქება იწყება

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რიცხვი 3 მილიონს უახლოვდება. ​კორონავირუსის ეპიცენტრად კვლავ ამერიკის შეერთებული შტატები რჩება, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი მილიონს უახლოვდება. მიუხედავად ამისა, შემცირებულია ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი პაციენტების რიცხვი. საკარანტინო ზომების შემსუბუქებას იწყებს რამდენიმე შტატი.

მონაცემები მცირდება ევროპის ქვეყნებშიც. 14 მარტის შემდეგ პირველად იტალიაში ლეტალობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. 24 საათში კოვიდ-19-ს 260 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საკარანტინო ზომების შემსუბუქება ეტაპობრივად 4 მაისიდან დაიწყება. პირველ ეტაპზე, იტალიაში პარკები გაიხსნება და დაკრძალვაზე დასწრებას მაქსიმუმ 15 ადამიანი შეძლებს. მომდევნო კვირებში მუშაობას განაახლებს სამშენებლო სექტორი, ბარებისა და რესტორნებისთვის კი მიტანის სერვისი იქნება ნებადართული. 18 მაისიდან გაიხსნება მუზეუმები და ბიბლიოთეკები, 1 ივნისიდან კი სილამაზის სალონები და მსგავსი დაწესებულებები.

ჯუზეპე კონტეს განცხადებით, სკოლებში სწავლა სექტემბერს განახლდება. შეზღუდვების შემსუბუქებაზე იმსჯელებს საფრანგეთის მთავრობაც. ევროპის ქვეყნებში სოციალური დისტანციის დაცვა სავალდებულო რჩება.

 

დღის ამბები