ქუთაისში დღეიდან ბაზარი იხსნება - იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, მიმდინარეობს კონსულტაციები სხვა მუნიციპალიტეტებში ბაზრების ხელმძღვანელებთან, რათა აუცილებელი რეკომენდაციები დაცული იყოს.
დღეიდან იმერეთშიც, ისევე, როგორც მთელს ქვეყანაში, მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება ქუთაისიდან სხვა ქალაქების მიმართულებით და პირიქით, შეუზღუდავად განხორციელდება.
რაც შეეხება სოფელ ღვანკითს, სოფელში ამ დროისთვის თვითიზოლაციაში რჩება 50-მდე პირი.
"როგორც იცით დაშვებულია ავტოტრასპორტის მოძრაობა, თუმცა ქუთაისის შესასვლელ-გასასვლელში ყველა ბლოკ-პოსტი კვლავ რჩება და აგრძელებს მუშაობას, სანამ საგანგებო მდგომარეობა არ მოიხსნება.
აგრარული ბაზრების მიმართულებით ვმუშაობთ და ქუთაისში ჩვენ გავხსნით ერთ-ერთ ბაზარს და მთლიანად იმერეთში, ყველა მუნიციპალიტეტში გავხსნით ეტაპობრივად ბაზრებს," - განაცხადა იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ.