22 ნოემბერი 2024,   14:46
ვრცლად
თელავის აგრარულმა ბაზარმა მუშაობაა განაახლა

თელავის აგრარულმა ბაზარმა დღეიდან მუშაობაა განაახლა. გახსნილია ხორცის, ბოსტნეულის და ხილის ჯიხურები.

ტერიტორიაზე შესვლამდე მოსახლეობას აუცილებელი რეკომენდაციები დაცვისკენ მოუწოდებენ და ტემპერატურას უმოწმებენ.

როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, სრულად გათვალისწინებულია ის ჰიგიენური ნორმები, რის გამოც ორი კვირის წინ სურსათის უვნებლობის სამსახურმა ცენტრალურმა ბაზარი დახურა.

მათივე თქმით, კორონავირუსის საფრთხის გამო, პროდუქტის ყიდვის საშუალება მხოლოდ პირბადის და ხელთათმანების მქონე მოქალაქეს ექნება.

მყიდველებს შორის დისტანციას პოლიცია აკონტროლებს.

რეგულაციების მიხედვით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბაზარი, ყოველდღიურად, რამდენიმე საათით გაიღება.

დღის ამბები