18 მაისი 2024,   12:46
ვრცლად
PCR ტესტი, რომელიც 45 წუთში იძლევა პასუხს 150 ლარის ფარგლებში ეღირება - ამირან გამყრელიძე

სავარაუდოდ, დღეს ოფიციალურად უნდა დადგინდეს სახელმწიფოს მიერ კერძო კლინიკებისთვის პისიარ ტესტის ფასი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, საფასური დაახლოებით, 150 ლარის ფარგლებში იქნება. თუმცა თუ კერძო კლინიკას ტესტს სახელმწიფო მისცემს, მაშინ ამ თანხას 100 ლარი გამოაკლდება.

რაც შეეხება სახელმწიფო კლინიკებში ტესტირებას - ის მოსახლეობისთვის უფასოა, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ასევე არსებობს უკვე PCR ტესტები, რომელიც 45 წუთში იძლევა პასუხს და ის უკვე ორ კლინიკას გადაეცა. გამყრელიძემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ტესტირება ვისაც სჭირდება ის ყველას უტარდება.

დღის ამბები