20 მაისი 2024,   23:33
ვრცლად
რუსეთის თავდაცვის ძალების 2 ათასზე მეტ პირს COVID-19 დაუდასტურდა, თურქეთში კი პანდემიას უკვე 2 900 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რეგიონის ქვეყნები​ პანდემიასთან ბრძოლას განაგრძობს. გასულ დღე-ღამეში რუსეთში COVID–19 6 ათასზე მეტ ადამიანს დაუდგინდა. სულ ვირუსით 800-მდე პაციენტია გარდაცვლილი. კოვიდინფექცია დაუდასტურდა რუსეთის თავდაცვის ძალების 2 ათასზე მეტ წარმომადგენელს.

თურქეთში კი კორონავირუსს ​საერთო ჯამში 2 900 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სომხეთში ეს რიცხვი 29-მდე, აზერბაიჯანში კი 22-მდეა გაზრდილი.

რაც შეეხება ევროპის ქვეყნებს, გასულ დღესთან შედარებით ფატალური შემთხვევების ზრდა ფიქსირდება იტალიასა და საფრანგეთში, თუმცა კვლავ მცირდება ინტენსიურ განყოფილებაში მყოფი პაციენტების რაოდენობა.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში გარდაცვალების ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელი გამოვლინდა დიდ ბრიტანეთში - ვირუსს 360 ადამიანი ემსხვერპლა.

პანდემიის გამო ყველა კომერციული ავიარეისის განხორციელება 1 სექტემბრამდე აკრძალა არგენტინამ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პანდემიის დასრულებამდე ჯერ შორია. პარალელურად, შტატების წარმომადგენელთა პალატა ტრამპის მიერ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეჩერების გადაწყვეტილების შესწავლას იწყებს.

დღის ამბები