21 მაისი 2024,   00:37
ვრცლად
შეტაკებები ჩილეში - პოლიციამ ანტისამთავრობო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

შეტაკებები ჩილეში - სანტიაგიოს ქუჩებში ანტისამთავრობო დემონსტრაცია გაიმართა. პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. სამართალდამცველებმა 30-ზე მეტი პირი დააკავეს.

დემონსტრანტების პროტესტი ახალ კონსტიტუციასთან დაკავშირებით რეფერენდუმის გადავადებამ გამოიწვია.

რეფერენდუმი 26 აპრილს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო ოქტომბრამდე გადაიდო. გასულ წელს ხანგრძლივი საპროტესტო გამოსვლების მთავარი მოთხოვნა, სწორედ ახალი კონსტიტუციის მიღება იყო.

დღის ამბები