18 მაისი 2024,   21:00
ვრცლად
სამეგრელოში 29 პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან - 23 პირს COVID-19 არ დაუდასტურდა

სამეგრელოში კორონავირუსზე 29 პირის პასუხს ელოდებიან. სამეგრელო-ზემო სვანეთში Covid 19-ის არცერთი ახალი შემთხვევა არ ფიქსირდება.  გუშინ გაგზავნილი 52 ნიმუშიდან 23 პასუხი უარყოფითია, 29 პირის პასუხი კი მოგვიანებით გახდება ცნობილი. მათგან 25 ლუგარის ლაბორატორიაში ფოთიდანაა გაგზავნილი, 4 კი სენაკიდან.

ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროითვის 85  პირი იმყოფება,  186 ადამიანი კი  თვითიზოლაციაშია.

რაც შეეხება სამართალდარღვევებს, საკომენდანტო საათის დროს გადაადგილების გამო რეგიონში 3 პირი დაჯარიმდა.

დღის ამბები