18 მაისი 2024,   17:02
ვრცლად
დონალდ ტრამპი აშშ-ში სადეზინფექციო ხსნარების არამიზნობრივი მოხმარების შემთხვევების ზრდაზე პასუხისმგებლობას არ იღებს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ქვეყანაში სადეზინფექციო ხსნარების არამიზნობრივი მოხმარების შემთხვევების ზრდაზე პასუხისმგებლობას არ იღებს და მისი კომენტარები ხსნარის სამკურნალოდ გამოყენებასთან დაკავშირებით მხოლოდ სარკაზმი იყო.

ბოლო დღეებში შეერთებულ შტატებში სადეზინფექციო ხსნარების არამიზნობრივი მოხმარების ასობით შემთხვევა დაფიქსირდა.

"ვერ ვხვდები რა შუაში ვარ, თუკი ვიღაც სადეზინფექციო ხსნარს დალევს ამასთან მე რა მაკავშირებს? არ ვაპირებ აღნიშნულზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ავიღო,“ - აცხადებს დონალდ ტრამპი.

დღის ამბები