21 მაისი 2024,   01:14
ვრცლად
გერმანიაში ბოლო 24 საათში COVID-19-ის 1144 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გერმანიაში, ბოლო 24 საათში, COVID-19-ის ათას 144 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვი 156 ათასს გასცდა. 163-ით გაიზარდა ფატალური შემთხვევების რაოდენობაც. ბოლო მონაცემებით, გერმანიაში COVID-19-ს უკვე 5 ათას 913 ადამიანი ემსხვერპლა. გერმანიის მასშტაბით, სხვადასხვა შეზღუდვის მოხსნა უკვე დაიწყო, თუმცა პირბადეების ტარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სავალდებულო გახდა.

გასულ დღესთან შედარებით, ფატალური შემთხვევების ზრდა ფიქსირდება იტალიასა და საფრანგეთშიც, თუმცა კვლავ მცირდება ინტენსიურ განყოფილებაში მყოფი პაციენტების რაოდენობა.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში გარდაცვალების ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელი გამოვლინდა დიდ ბრიტანეთში. ვირუსს 360-ი ადამიანი ემსხვერპლა.

"აუცილებელია კორონავირუსზე ტესტირების რაოდენობის ზრდა, ჩვენი მიზანია გავუთანაბრდეთ გერმანიასა და სამხრეთ კორეას, აღნიშნულმა ქვეყნებმა სწორი და ინტენსიური ტესტირებით კორონავირუსის კონტროლი მოახერხა, თავდაპირველად მოსახლეობის უკონტროლო ტესტირების გამო გარკვეული სირთულეები შეგვექმნა, რის გამოც გადავწყვიტეთ, წინასწარ განვსაზღვროთ ის რეგიონები სადაც მასიური ტესტირება აუცილებელია." - აცხადებს დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი, მეთ ჰენკოკი

დღის ამბები