20 მაისი 2024,   23:48
ვრცლად
რუსეთის პატრიარქი კირილი კორონავირუსის საკარანტინო ზომების დამრღვევი მღვდლების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას გეგმავს

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი კირილი აცხადებს, რომ აუცილებლად დააყენებს კორონავირუსის გამო შემოღებული საკარანტინო ზომების დამრღვევი მღვდლების პასუხისმგებლობის საკითხს. რუსეთის საპატრიარქოს, ცნობით, მსგავსი ფაქტის გამოვლენიშ შემთხვევაში, სამღვდელო პირი შესაძლოა საეკლესიო სასამართლოს მიერ გასამართლდეს ან საეკლესიო-ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისროს. 

თურქეთის 31 ქალაქში სამდღიანი კომენდანტის საათი გამოცხადდება. ქვეყანაში COVID ინფექციას ​ საერთო ჯამში 2 900 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. უკრაინაში ეს რიცხვი 239 -ამდე, სომხეთში 29-მდე, აზერბაიჯანში კი 22-მდეა გაზრდილი.

“ჩვენს ქვეყანაში ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა კლებულობს. ის ფაქტი, რომ გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა აღემატება ახლად ინფიცირებულთა რაოდენობას, გარდამტეხია. როგორც ქვეყანა და ერი, ჩვენ შევედით იმ პერიოდში, როცა გვაქვს კონკრეტული შედეგები კორონავირუსის ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში,“  -ამბობს თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი.   

დღის ამბები