21 მაისი 2024,   01:14
ვრცლად
ჩინეთის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, მათ შეეძლოთ ვირუსის შეჩერება - დონალდ ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ჩინეთს კორონავირუსის შეჩერება შეეძლო, რის გამოც შესაძლებელია მათი პასუხისმგელობლობის საკითხი დადგეს და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სერიოზულ გამოძიებას აწარმოებენ.

"ბევრი გზაა, რითაც შესაძლოა ჩინეთის პასუხისმგებლობა დადგეს. ჩინეთს შეეძლო კორონავირუსის შეჩერება, ვიდრე ის მთელ მსოფლიოს მოედებოდა. ბევრი გზაა, რითაც შეიძლება მათი პასუხისმგებლობა დადგეს. ჩვენ ძალიან სერიოზულ გამოძიებას ვაწარმოებთ და კმაყოფილი არ ვართ არსებული სიტუაციით, რადგან გვჯერა, რომ შესაძლებელი იყო ამის შეჩერება წყაროსთან. შეიძლებოდა მისი სწრაფად შეჩერება, რომ არ გავრცელებულიყო მთელ მსოფლიოში. ამის გამო ძალიან ბევრი ადამიანი იტანჯება სულ ცოტა 144 ქვეყანა მაინც," - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

დღის ამბები