07 მაისი 2024,   18:44
ვრცლად
ეპიდემიის კონტროლისთვის მთავარი არა მასიური გამოკვლევა, არამედ სამიზნე ჯგუფების გაფართოებული ტესტირებაა - თენგიზ ცერცვაძე 

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ეპიდემიაზე კონტროლის მიზნით, ყველაზე ეფექტური სამიზნე ჯგუფების გაფართოებული კვლევაა. 

მისი თქმით, სამიზნე ჯგუფების ტესტირების რაოდენობის მხრივ, ბევრ ქვეყანას წინ უსწრებს. 

თენგიზ ცერცვაძის თქმით, ყველა პაციენტს, ვისაც სულ მცირედი სიმპტომი ან რისკის ფაქტორი აქვს კოვიდინფექციის, ცხელების ცენტრში ტესტირებას გადის. 

"აქ მთავარია არა მასიური გამოკვლევა მოსახლეობის, რომელსაც ჩვენ მოკლე დროში მაინც ვერ მოვიცავთ არა თუ უმეტესობას, ნახევარსაც კი, რამედ მთავრია რომ ხდებოდეს გაფართოებული ტესტირება სამიზნე ჯგუფებში. ეს არის მთავარი და ამ მხრივ, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ თუ საქართველო ტესტირების საერთო რაოდენობის  მხრივ ჩამორჩება რიგ ქვეყნებს, სამიზნე ჯგუფების ტესტირების მხრივ ის უსწრებს ძალიან ბევრ ქვეყანას.

"ეპიდემიაზე კონტროლისთვის გაცილებით უფრო ეფექტურია სამიზნე ჯგუფების გაფართოებული და მიზნობრივი გამოკვლევა, ვიდრე ზოგადად მთლიანი მოსახლეობის გამოკვლევა, იმიტომ რომ ჩვენ მთლიან მოსახლეობას მაინც ვერ გამოვიკვლევთ უმეტესობას და თან არასამიზნე ჯგუფებში ამ ინფექციის გამოვლენის ალბათობა არის ძალიან დაბალი," - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

დღის ამბები