18 მაისი 2024,   17:02
ვრცლად
დღემდე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან სამშობლოში საქართველოს 8,372 მოქალაქე დაბრუნდა

დღემდე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან სამშობლოში საქართველოს 8,372 მოქალაქე დაბრუნდა. მათ კი ვინც ადგილზე დარჩა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დიპლომატიური წარმომადგენლობები ეხმარებიან. უწყების ინფორმაციით, დღემდე საელჩოებმა დახმარება 16,302 მოქალაქეს აღმოუჩინეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად დაგეგმილი რეისები შემდეგი განრიგით განხორციელდება:

მადრიდი-თბილისი - 30 აპრილი;

პრაღა-თბილისი - 2 მაისს;

ათენი-თბილისი - 5 მაისს;

ამსტერდამი-თბილისი - 7 მაისს;

ბერლინი-თბილისი - 9 მაისს.

"ბოლო 2 თვის განმავლობაში, უკვე ორგანიზებულად და ეტაპობრივად,  საქართველოში დაბრუნდა 8,300-ზე მეტი მოქალაქე. აქ რა თქმა უნდა კომბინირებულად იგულისხმება როგორც საჰაერო რეისები, ასევე სხამელეთო და საზღვაო გზითაც მათ შორის.

რაც დაგეგმილი არის უახლოეს დღეებში, ეს გახლავთ 30 აპრილს შედგება მადრიდი-თბილისი, 2 მაისს პრაღა-თბილისი, 5 მაისს ათენი-თბილისი, 7 მაისს ამსტერდამი-თბილისი, 9 მაისს ბერლინი-თბილისი," - განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

დღის ამბები