20 მაისი 2024,   22:55
ვრცლად
"ამერიკელი პოლიტიკოსები ფაქტების იგნორირებას ახდენენ და მუდმივად იტყუებიან" - ჩინეთი ბრალდებებს პასუხობს

კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების ბრალდებას ჩინეთი ბრალდებით პასუხობს. ქვეყნის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ვაშინგტონი თავიდან ირიდებს პასუხისმგებლობას ეპიდემიის პრევენციის სუსტი ზომების და კონტროლის მექანიზმების გამო და საზოგადოების ყურადღების გადატანას ცდილობს. ოფიციალური პეკინი ვაშინგტონის ყველა ბრალდებას ტყუილს უწოდებს.

"ამერიკელი პოლიტიკოსების მცდელობები გადაიტანონ ბრალდება ჩინეთზე, არ შეამცირებს ჩინეთის ძალისხმევას, წინ აღუდგეს ვირუსის გავრცელებას. ეს სულ უფრო გამოაჩენს ვაშინგტონის მავნებლურ განზრახვებს და მის სერიოზულ პრობლემებს. შტატების პოლიტიკოსები ფაქტების იგნორირებას ახდენენ და მუდმივად იტყუებიან. მაგრამ ფაქტები სიტყვებზე ხმამაღლა საუბრობენ,"- აცხადებს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი გენ შუანი.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ჩინეთს კორონავირუსის შეჩერება შეეძლო, რის გამოც შესაძლებელია მათი პასუხისმგელობლობის საკითხი დადგეს.

დღის ამბები