27 აპრილი 2024,   04:13
ვრცლად
წყალტუბოში კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცის კონტაქტები იდენტიფიცირებულია - 11 პირი კარანტინშია გადაყვანილი

წყალტუბოში კორონავირუსით ინფიცირებული დასუფთავების სამსახურის თანამშრომლის კონტაქტები იდენტიფიცირებულია. 

ეპიდემიოლოგების მუშაობის შედეგად დადგენილი 11 პირი კარანტინშია გადაყვანილი. მათი ბიოლოგიური მასალა ლაბორატორიაში კვლევაზეა გაგზავნილი და შედეგები დღეს გახდება ცნობილი.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გუშინ გამოვლინდა. 62 წლის მამაკაცს ტემპერატურა ერთ-ერთ გამშვებ პუნქტზე დაუფიქსირდა, რის შემდეგაც ის ცხელების ცენტრში გადაიყვანეს.

დღის ამბები