20 მაისი 2024,   19:56
ვრცლად
თურქეთში გამოჯანმრთელებულთა  რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა - ბოლო 24 საათში ჰოსპიტალიდან 5 ათასზე მეტი პაციენტი გაწერეს 

COVID-19-ის ახალი შემთხვევები მატულობს თურქეთში, თუმცა მკვეთრად იკლებს საავადმყოფოებში მყოფი პაციენტების რაოდენობა. გასულ დღე-ღამეში თურქეთში ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოჯანმრთელებულთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში ჰოსპიტალიდან 5 ათასზე მეტი პაციენტი გაწერეს. ამ დროის მონაცემებით, თურქეთში ვირუსით 3 ათასამდე ადამიანია გარდაცვლილი.

COVID ინფექციის პიკს ელოდებიან რუსეთში, სადაც ბოლო ერთ დღეში ინფიცირებულთა რიცხვი 6,400-ით გაიზარდა. რუსეთის პრეზიდენტი მედიკოსებისთვის დამცავი საშუალებების დეფიციტზე საუბრობს. პანდემიის მიუხედავად, ვლადიმერ პუტინმა 9 მაისისთვის საჰაერო აღლუმის გამართვა დააანონსა.

ინფიცირების მაჩვენებელი გაზრდილია სომხეთშიც, სადაც ამ დრომდე COVID-19-ით გარდაცვალების 30 ფაქტი ფიქსირდება. 200 ათასს გადააჭარბა ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა იტალიაში, მიუხედავად ამისა, რამდენიმე დღეა ქვეყანაში ვირუსით სიკვდილიანობისა და ინფიცირების ახალმა ფაქტებმა იკლო. მონაცემები შემცირებულია ევროპის სხვა ქვეყნებშიც. შეზღუდვების შემსუბუქებას იწყებს საფრანგეთი, სადაც სკოლებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში სავალდებულო იქნება პირბადის ტარება.

მომდევნო კვირიდან საკარანტინო ზომებს ამსუბუქებს საბერძნეთიც. პანდემიის ეპიცენტრად კვლავ ამერიკის შეერთებულ შტატები რჩება. დონალდ ტრამპის განცხადებით, ქვეყანამ ეპიდემიის ყველაზე ცუდი დღეები უკვე გადალახა და ის ვირუსის შემთხვევების შემცირებას ვარაუდობს.

დღის ამბები