18 მაისი 2024,   13:43
ვრცლად
აჭარაში კორონავირუსი კიდევ ოთხმა პაციენტმა დაამარცხა

აჭარაში კორონავირუსი კიდევ ოთხმა პაციენტმა დაამარცხა - ისინი სამედიცინო დაწესებულებას დღეს დატოვებენ და თვითიზოლაციაში გადავლენ.

რეგიონში უკვე 24 პაციენტია გამოჯანმრთელებული. ამდენად კლინიკა "მედალფაში" 30 ინფიცირებული რჩება. მათგან 1 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში სწრაფი ტესტი 97 პირს ჩაუტარდა, მათგან ვირუსი არცერთს არ დაუდასტურდა.

რაც შეეხება ქობულეთის კლასტერს, ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ სოფელ გვარას ინკუბაციის პერიოდი უკვე გაუვიდა.

ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული ახალი შემთხვევები კი, ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე აღარ დაფიქსირებულა.

დღის ამბები