18 მაისი 2024,   15:39
ვრცლად
აშშ-ში ეპიდემიის ყველაზე ცუდი დღეები დასრულებულია, კორონავირუსი წასვლას იწყებს - დონალდ ტრამპი

"ამერიკაში კორონავირუსის ეპიდემიის ყველაზე ცუდი დღეები დასრულებულია," – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დონალდ ტრამპის თქმით, კორონავირუსი "წასვლას იწყებს."

ბოლო მონაცემებით, შეერთებულ შტატებში პანდემიის მსხვერპლთა რაოდენობა მცირდება.

ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებით, აუცილებელია ვაქცინაზე მუშაობის პროცესის კიდევ უფრო დაჩქარება, რათა ეპიდსიტუაცია ქვეყანაში საბოლოოდ დასრულდეს.

დღის ამბები