20 მაისი 2024,   20:38
ვრცლად
ხანძარს რუსეთში 8 ადამიანი ემსხვერპლა

ხანძარს რუსეთში, ლენინგრადის ოლქში 8 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის 6 არასრულწლოვანია, ყველაზე მცირეწლოვანი გარდაცვლილი 1 თვის ბავშვია.

ხანძარი გვიან ღამით გაჩნდა, მაშინ, როცა ოჯახის ყველა წევრს ეძინა. სამაშველო სამსახურმა მხოლოდ ერთი ადამიანის გადარჩენა მოახერხა.

დღის ამბები