20 მაისი 2024,   18:52
ვრცლად
რუსეთში 24 საათში კორონავირუსით 108 ადამიანი გარდაიცვალა - შეზღუდვები 12 მაისიდან მოიხსნება

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია ქვეყანაში დაძაბული რჩება და რუსეთს ჯერჯერობით ვირუსის გავრცელების პიკი არ გადაულახავს.

მისივე თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების მოხსნა ქვეყანაში 12 მაისიდან ეტაპობრივად განხორციელდება.

ბოლო მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსის 99 000 შემთხვევაა დადასტურებული. ლეტალურ შემთხვევათა რაოდენობამ 24 საათში 108 შეადგინა, სულ გარდაცვლილია 975 ადამიანი.

თურქეთში კი კორონავირუსით ბოლო ერთ დღეში 92 ადამიანი დაიღუპა. ქვეყანაში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 2 992-მდე გაიზარდა.

ეპიდემიის დაწყების შემდეგ 28 აპრილს საავადმყოფოებიდან ყველაზე მეტი გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა. თურქეთში ბოლო ერთ დღეში 5 018 პაციენტი გამოჯანმრთელდა. საერთო ჯამში, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 38 000-ს გადასცდა.

რაც შეეხება აზერბაიჯანს, იქ კორონავირუსით ინფიცირების 39 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო ერთ დღეში ქვეყანაში კორონავირუსისგან 59 ადამიანი გამოჯანმრთელდა. აზერბაიჯანში კორონავირუსის შედეგად კი 22 ადამიანი გარდაიცვალა.

9 900-მდე გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა უკრაინაში, ლეტალურად დასრულდა 250 პაციენტის სიცოცხლე.

რაც შეეხება სომხეთს, 1 900-ს აღწევს ინფიცირებულთა რიცხვი, გარდაცვლილია 30 ადამიანი.

დღის ამბები