20 მაისი 2024,   18:07
ვრცლად
ბრაზილია პანდემიის რუკაზე წითელ ზონად იქცა - კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 5 000-ს გადააჭარბა

ბრაზილიის პრეზიდენტი პანდემიის პირველ დღეებში ამბობდა, რომ ვირუსი არ არის საშიში, თუმცა ქვეყანა პანდემიის მსოფლიო რუკაზე ახალ წითელ ზონად იქცა.

 კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 5 000-ს გადააჭარბა.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით 474 ადამიანი დაიღუპა.

კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობამ ქვეყანაში 5 017-ს მიაღწია. ამ მონაცემებით ბრაზილიამ ჩინეთს გაუსწრო. ბრაზილია ლათინური ამერიკის ქვეყნებს შორის ყველაზე მეტად დაზარალდა. ქვეყანაში კორონავირუსი 73 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. 

 

 

დღის ამბები