23 მაისი 2024,   19:47
ვრცლად
ათეულობით ადამიანი ქუთაისის მერიასთან - მოქალაქეები საშვების მიღების მოლოდინში გრძელ რიგში დგანან

ქუთაისის შესასვლელების ჩაკეტვამ მოსახლეობას გარკვეული პრობლემები შეუქმნა. მათ, ვისაც სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის ქალაქიდან გასასვლელად საშვები სჭირდებათ, გრძელ რიგში დგომა უწევთ.

ათეულობით ადამიანი მერიასთან არის შეკრებილი. მათი თქმით, ქალაქიდან სურთ გასვლა, თუმცა შეზღუდვების გამო სპეციალური საშვები სჭირდებათ, რის გამოც იძულებული გახდნენ მერიასთან მისულიყვნენ და დისტანცია დაერღვიათ.  

ფაქტს გამოეხმაურა ოპოზიცია. საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, გიგა შუშანიას თქმით, მოსახლეობას მიწები აქვს დასამუშავებელი და სჭირდება ქალაქიდან გასვლა, მაგრამ ბიუროკრატიის გამო საშვებისთვის რიგში დგომა უწევთ. მისივე თქმით, მერია პანდემიის საფრთხის ფონზე მოსახლეობას დისტანციას თავად არღვევინებს და ამით საფრთხეს ქმნის.

მერიის აუდიტის სამსახურის უფროსის, ზვიად ჯავახიას ინფორმაციით, ადგილზე დილიდან ბევრი ადამიანი შეიკრიბა. მისი თქმით, საშვს ყველა მოქალაქე მიიღებს და სამუშაოების განხორციელებას შეძლებენ. მერიასთან დისტანციის დასაცავად კი ამ დროისთვის ბარიერებს დგამენ.

დღის ამბები