18 მაისი 2024,   18:17
ვრცლად
საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული შემდეგი ავიარეისების განრიგი ცნობილია

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის ინფორმაციით, სპეციალური რეისების შედეგად, რომლებიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება, სამშობლოში უკვე 8,372 მოქალაქე დაბრუნდა, ხოლო 16,302 მოქალაქეს საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა დახმარება ადგილზე გაუწიეს.

ახლო მომავალში, საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისები შემდეგი განრიგით განხორციელება:

30 აპრილი - მადრიდი-თბილისი

1 მაისი - ვენა-თბილისი

2 მაისი - პრაღა-ბათუმი

5 მაისი - ათენი-თბილისი

7 მაისი - ამსტერდამი-თბილისი

9 მაისი - ბერლინი-თბილისი.

დღევანდელ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესი გრძელდება.

დღის ამბები