02 ივნისი 2024,   05:10
ვრცლად
ჩვენ წარვდგებით განახლებული გუნდით და გამოცდილი პოლიტიკოსებით - არჩილ თალაკვაძე "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაზე

არის თუ არა ერთსულოვნება სარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" გუნდში, ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა. თალაკვაძე არ ეთანხმება ამბოხებული დეპუტატების დეფინიციას და აცხადებს, რომ თავის დროზე ამ ადამიანებს განსხვავებული პოზიცია ქონდათ, ახლა კი ეს საკითხი დღის წესრიგში არ აქვს

"ახლა ეს დღის წესრიგში არ დგას, ვინაიდან ყველა ჩვენმა თანაგუნდელმა დააფიქსირა, რომ ამ დაბალანსებულ შეთანხმებას მხარს უჭერენ,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიაზე და სიებზეც ისაუბრა. არჩილ თალაკვაძის თქმით, ის, რასაც მმართველი გუნდი ახლა ყოველდღიურად აკეთებს, ხელისუფლების ვალდებულებაა და არა საარჩევნო კამპანიის ნაწილი, როგორც ამას ოპოზიცია უწოდებს. მისი განცხადებით, საარჩევნო პროგრამას "ქართული ოცნება" მომავალში წარადგენს, რომელშიც ყველა მნიშვნელოვან თემაზე იქნება საუბარი.

"ჩვენ წარვდგებით განახლებული გუნდით და  გამოცდილი პოლიტიკოსებით, რომლებიც აქამდე იყვნენ ჩვენთან ერთად", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ და აღნიშნა, რომ "ქართული ოცნება" მზადაა ქვეყნის მომავალზე პასუხისმგებლობის ისევ ასაღებად.

დღის ამბები