20 მაისი 2024,   19:01
ვრცლად
თუ პანდემია არ დასრულდა, ოლიმპიური თამაშების გამართვა შეუძლებელი იქნება - იაპონიის პრემიერ-მინისტრი

პანდემიამ მსოფლიო სპორტს უდიდესი დარტყმა მიაყენა. კორონავირუსის გამო შესაძლოა ოლიმპიური თამაშები კვლავ გადაიდოს. თუ პანდემია არ დასრულდა, ოლიმპიური თამაშების გამართვა შეუძლებელი იქნება. ამის შესახებ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, შინძო აბემ განაცხადა.

მისი თქმით, ოლიმპიადა სრულყოფილი ფორმით უნდა ჩატარდეს და თუ ჩატარდება, ესე იგი კაცობრიობამ პანდემია დაამარცხა.

ოლიმპიური თამაშები, "ტოკიო 2020" მომავალი წლისთვის გადაიდო.

"ჩვენ სულ ვამბობთ, რომ ოლიმპიური და პარაოლიპიური თამაშები სრულყოფილად უნდა ჩატარდეს იმ ფორმით, რომ დაცული იყოს სპორტსმენებისა და მაყურებლის უსაფრთხოება. ამისი განხორციელება შეუძლებელი იქნება, თუ პანდემია კვლავ გაგრძელდა," - განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა შინძო აბემ.

იაპონიაში ამ დროისთვის 14 000-მდე კოვიდ ინფიცირებულია, ლეტალურად 400 შემთხვევა დასრულდა.

დღის ამბები