20 მაისი 2024,   17:27
ვრცლად
უკრაინაში სასულიერო პირი გარდაიცვალა, რომელიც, კარანტინის მიუხედავად, ღვთისმსახურებას ფარულად აღავლენდა

უკრაინაში, ტერნოპოლის ოლქში გარდაიცვალა სასულიერო პირი, რომელიც, კარანტინის მიუხედავად, ღვთისმსახურებას ფარულად აღავლენდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გარდაცვლილი 55 წლის მამაკაცია. ის მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ღვთისმსახური იყო.

შუმსკის რაიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ვიტალი კუდკლაკი ამბობს, რომ მრევლის თაბდასწრებით კერძო სახლში სასულიერო პირი მსახურებას საიდუმლოდ აღავლენდა. 

"უკრაინსკაია პრავდას" ინფორმაციით, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა, ჟიტომირსკის ოლქში კორონავირუსს 18 წლის ახალგაზრდაც ემსხვერპლა.

დღის ამბები