20 მაისი 2024,   19:56
ვრცლად
საბერძნეთი ზაფხულში ტურისტების მიღებას გეგმავს

საბერძნეთში, ქვეყნის ტურიზმის მინისტრმა ხარის თეოხარისმა BBC-სთან საუბრისას განაცხადა, რომ ქვეყანაში ამ ზაფხულს ტურისტებს ისევ მიიღებენ, თუმცა დაცული იქნება სოციალური დისტანცირების წესები.

როგორც თეოხარისი აცხადებს, შეცვლილი იქნება მოგზაურობის წესები და დაწესდება დამატებითი მოთხოვნები ტურისტებისა და მათი ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად.

"ჩვენ 50 წელიწადზე მეტი ვიღებთ ტურისტებს და გვინდა კვლავ ვაჩვენოთ ეს სტუმართმოყვარეობა. საბერძნეთი უსაფრთხო ქვეყანაა, მაპატიეთ, მაგრამ თქვენს ქვეყანაზეც უსაფრთხო," - განაცხადა საბერძნეთის ტურიზმის მინისტრმა.

ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა სტაბილურად და დაბალი ტემპით იზრდება, ამ დროისთვის დადასტურებულია COVID 19-ით ინფიცირების 2 600-მდე შემთხვევა, ლეტალურ შემთხვევათა რაოდენობა 140-ს აღწევს.

დღის ამბები