17 მაისი 2024,   15:28
ვრცლად
ნიუ-იორკში დამკრძალავ ბიუროსთან სატვირთო მანქანებში 100-მდე ცხედარი ნახეს

ნიუ-იორკში, სატვირთო მანქანებში 100-მდე ცხედარი ნახეს. სპეციალური მაცივარ-მანქანები დამკრძალავ ბიუროსთან იდგა.

უსიამოვნო სუნის შესახებ პოლიციაში შეტყობინება მეზობლებისგან შევიდა.

დამკრძალავი ბიუროს ხელმძღვანელის განმარტებით, კომპანიის სამაცივრე საწყობი მწყობრიდან გამოვიდა, რის გამოც ისინი იძულებული გახდნენ ცხედრები მანქანებში გადაეტანათ.

არიან, თუ არა გარდაცვლილები კორონავირუსის გამო დაღუპულები, უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ნიუ-იორკი კორონავირუსის პანდემიის ეპიცენტრია. დიდი ოდენობის დაღუპულების გამო ქალაქში დამკრძალავი ბიუროები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

დღის ამბები