17 მაისი 2024,   15:02
ვრცლად
საქართველოში ყოველდღიურად 1000-ზე მეტი PCR ტესტი ჩატარდება - ეკატერინე ტიკარაძე

იგეგმება, თუ არა ტესტირების არეალის გაფართოება ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, იმ შედეგების გათვალისწინებით რაც ქვეყანას კორონავირუსთან ბრძოლაში აქვს მხოლოდ მიზნობრივი ტესტირების ჩატარება ხარვეზად არ ითვლება, თუმცა ჯანდაცვის უწყება ტერტირებების გაფართოებას მაინც გეგმავს:

"ჩვენ არ მივიჩნევთ ხარვეზად, რომ ჩვენი ტესტირება არის მიზნობრივი და მნიშვნელოვან როლს ვანიჭებთ იმას, რომ ჩვენი ეპიდემიოლოგების მხრიდან საუკეთესოდ ხდება იმ ჯაჭვის ამოცნობა, როდესაც ხდება პაციენტის მხრიდან მის კონტაქტებზე ინფექციის გადაცემა. თუმცა დღევანდელი მსჯელობის შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველოში დღიურ რეჟიმში ჩატარდება 1000-ზე მეტი PCR ტესტი, ამის საშუალება ქვეყანაში არის და სწორედ იმ რისკჯგუფებში, რომლებიც გაიდლაინის მიხედვით დღეს დამტკიცდება საბჭოს მხრიდან, იქნება მეტად უფრო გაფართოებული ეს ტესტირებები," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღის ამბები